ერაყელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ ქალაქში შევიდნენ
ერაყის შეიარაღებული ძალების ქალაქ ფალუჯაში შევიდნენ, რომელსაც აქამდე „ისლამური სახელმწიფო“ იკავებდა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ერაყის ჯარი ქალაქს სამი მხრიდან უტევდა. ქალაქის შტურმის დაწყებამდე სამხედროებმა მოუწოდეს მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქი დაეტოვებინა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველას, ვინც დასახლებული პუნქტის დატოვებას ცდილობდა, „ბოევიკები“ ცეცხლს უხსნიდნენ.
ფალუჯა ბაღდადის დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქი 2014 წელს აიღო. ომამდე ფალუჯაში 350 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ის ერაყის ერთ-ერთი უდიდესი დასახლებული პუნქტი იყო.