ავსტრალიაში ქალს ეძებენ, რომელსაც ნიანგი თავს დაესხა

ავსტრალიაში ქალს ეძებენ, რომელსაც თავს დაესხა ნიანგი. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემა Australian Broadcasting Corp-ს შეატყობინა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკარგულს ვერტმფრენიდან სითბური ხილვის ხელსაწყოს მეშვეობით ეძებენ. ჯერჯერობით ყველა მცდელობა წარუმატებელია.
ინციდენტი კვინსლენდის შტატის ეროვნულ პარკში იმ მომენტში მოხდა, როდესაც ორმა ქალმა ბანაობა გადაწყვიტა. ერთ-ერთი მათგანი რეპტილიამ გაიტაცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ადგილას ადამიანზე ნიანგის თავდასხმის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები