დიმიტრი მედვედევი ყირიმში ჩავიდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი ნედვედევი ყირიმში ჩავიდა,სადაც ის განიხილავს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს.
როგორც რუსეთის ხელისუფლების პრესსამსახური იუწყება, მედვედევი ყირიმში და ქალაქ სევასტოპოლში შეხვედრებს გამართავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები მიიღებენ. ამასთან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნახევარკუნძულზე ეს რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტია.