ციპრასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არაპროდუქტიულს უწოდებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაპროდუქტიულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი -= უკრაინა“ იუწყება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მილიტარიზაციის, „ცივი ომის“ რიტორიკა და სანქციები არაპროდუქტიულია. მხოლოდ დიალოგია პრობლემის გადაჭრის გზა“. – განაცხადა ციპრასმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ევროკავშირის ქვეყანაში ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ევროკავშირმა უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს. სანქციები ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები