იტალიის სანაპიროსთან 45 მიგრანტი დაიღუპა

იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იტალიის სანაპიროსთან ამობრუნებული გემიდან 45 მიგრანტის ცხედარი ამოიყვანეს, 135 ადამიანი გადარჩა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მთლიანად გემზე 350 ადამიანი იმყოფებოდა.
იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას ხმელთაშუა ზღვაში 14 ათასი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ლიბიიდან იტალიაში ჩასვლას ცდილობდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2016 წელს ევროპის ქვეყნებში ხმელთაშუა ზღვით 190 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები