პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის უშტატო მრჩევლად ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. პოროშენკოს თქმით, ამ ფაქტმა უკრაინის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაახლოებას ხელი უნდა შეუწყოს.
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ რასმუსენი მრჩევლად უშტატოდ, შეთანხმებით დაინიშნება.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ამ ფაქტს უკვე უწოდეს „არამეგობრული ნაბიჯი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები