ნიუ-იორკის მდინარეში თვითმფრინავი ჩავარდა

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შორის მდინარეში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩავარდა. ინციდენტი ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მოხდა.
კატასტროფა, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ავიაგამანადგურებელმა P-47 Thunderbolt-მა განიცადა. სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. ინციდენტის დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები