უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 1,854 მილიარდი დოლარით გაიზარდა

უკრაინაში მთლიანმა საგარეო და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულმა საშინაო ვალმა აპრილის ბოლოსთვის 64 მილიარდ 91 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მარტის მონაცემებს 1მილიარდ 854 მილიონი დოლარით აღემატება.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრივნებში ეს ვალი 1 ტრილიონ 690 მილიარდ გრივნას შეადგენს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, საგარეო ვალი დასაშვებ დონეს არ სცილდება და ის მთლიანი შიდა პროდუქტის 79%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები