ინგუშეთში პოლიციამ „ბოევიკების“ სამალავი აღმოაჩინა

ნაზრანის ერთ-ერთ სახლში, რომელიც ბოლომდე აშენებული არ არის, რუსეთის პოლიციის სპეცრაზმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე იარაღი და ტყვია-წამალი აღმოაჩინეს. ამის მეშვეობით „ბოევიკები“ ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამალავის აღმოჩენამდე ამ შენობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის შედეგად ხუთი ტერორისტი პოლიციამ გაანადგურა, ხოლო სამი დააკავა. ნაზრანის გარდა სპეცოპერაცია ბარსუკის დასახლებაშიც ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები