სააკაშვილის მრჩევლის ოფისიდან 5 ათასი დოლარი ამოიღეს

ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის, თემურ ნიშნიანიძის ოფისიდან სამართალდამცველებმა 5 ათასი დოლარი და ფონდის საქმიანობის დოკუმენტები ამოიღეს. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინის“ ინფორმაციით, ჩხრეკა პროცესუალური კანონდებლობის დარღვევით ჩატარდა. კერძოდ, მას ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
ნიშნიანიძემ აღნიშნა, რომ საგამოძიებო ქმედებები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის საქმეზე მიმდინარეობდა.
თავად ნიშნიანიძეს ამ დროისთვის ბრალდება არ წაუყენეს. თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში ჩატარებული ჩხრეკა ადმინისტრაციის საქმიანობას არ ეხება, ხოლო თემურ ნიშნიანიძე ოდესის ადმინისტრაციაში არ მუშაობდა და იმ შენობასთან, სადაც ჩხრეკა ტარდება, არანაირი შეხება არა აქვს. სააკაშვილის თქმით, ჩხრეკა მისი დისკრედიტაციის მიზნით ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები