აშშ-მ და კოალიციამ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს

საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით „ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე 20 ავიადარტყმა განახორციელა. გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, დაიბომბა „ბოევიკების“ პოზიციები ქალაქ მოსულისა და ფალუჯის მიდამოებში.
ფალუჯის სიახლოვეს ავიადარტყმის შედეგად ტერორისტების სატრანსპორტო საშუალებები, იარაღის საწყობი, საცეცხლე წერტილები და სპეციალური გვირაბები განადგურდა. ერაყის არმია ამჟამად ფალუჯის გათავისუფლების ოპერაციას ატარებს. ეს დასახლებული პუნქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები