ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ქართული საწარმოებისათვის 50 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზი დაამტკიცა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი სპეციალურად ქართული საწარმოებისათვის, რომლებიც განიზრახავენ, საკუთარი წარმოება ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვონ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წახალისება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითრებისთვის.
„მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა. ევრობანკი ითანამშრომლებს საქარველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ევროკაშირის პროგრამის, „ემპარდის“ მეორე ეტაპის დაწყებასაც.
„ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 50 ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნოების, სოფლის განვითარბის პოლიტიკის, რეფორმების ხელშეწყობისათვის, და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული დაფინანსება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები