ნადეჟდა სავჩენკო მზად არის, უკრაინის პრეზიდენტი გახდეს

უკრაინელი მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის პრეზიდენტობისთვის მზად არის. სავჩენკოს თქმით, თუ ხალხი მოისურვებს, ის მზადაა, ქვეყნის ლიდერი გახდეს.
„მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ ვიყო პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ“, – განაცხადა სავჩენკომ.
უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის საიტზე პეტიცია დევს, სადაც მოსახლეობა ნადეჟდა სავჩენკოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მოითხოვს.
როგორც სავჩენკომ განაცხადა, იგი, უპირველეს ყოვლისა, იმ უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხით დაკავდება, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ დააკავეს. მისი თქმით, ამისთვის იგი მზად არის თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობებთან თანამშრომლობისთვის.
რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოს 2 ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 22-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ იგი რუსულმა მხარემ უკრაინას გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები