გიორგი კვირიკაშვილს დიასპორის საქმიანობის ხელშეწყობისთვის მედალი გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მედალი გადასცა.
მედალი წარწერით: „რაც გვაძლიერებს, ის გვაერთიანებს“ კვირიკაშვილმა დიასპორის მეორე ფორუმზე დიასპორის საქმიანობისთვის ხელშეწყობისთვის და საქამიანობის გაზიარებისთვის მიიღო.
გელა დუმბაძის თქმით, გასულ წელს აღნიშნული ჯილდო პატრიარქმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღეს. გელა დუმბაძემ გაწეული საქმიანობისთვის ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები