ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰილ ბარს შეხვდა. შეხვედრას ასევე ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე დაესწრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისრაელის პარტნიორ ურთიერთობებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არის ქვეყნებს შორის და თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოსა და მათ ხალხებს შორის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული კავშირები ორ ქვეყანას შორის განვითარდება და დადებით შედეგებს მოიტანს როგორც ქართველი, ისე ისრაელის საზოგადოებისთვის.
აღინიშნა, რომ თანამშრომლობის რესურსი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, არასაკმარისადაა ათვისებული და მისი სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები