იალბუზზე ბრიტანელი ალპინისტის ცხედარი აღმოაჩინეს

იალბუზზე მაშველებმა ბრიტანელი ალპინისტის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ხრამში გადავარდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ტრაგედია მწვერვალიდან დაშვების დროს დატრიალდა. ალპინისტის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედარი 5,4 ათასი მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს. ბრიტანელი ალპინისტი 10-კაციან ჯგუფში შედიოდა, რომელიც მწვერვალზე ავიდა.
იალბუზი ევროპის ყველაზე მაღალი მთაა. მისი სიმაღლე 5,6 ათას მეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები