ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს ორშაბათს გამოაქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს. წერილში საუბარი იქნება ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა.
”ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
”გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.
”წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები