აშშ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას მიესალმება

აშშ მიესალმება აზერბაიჯანის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებთ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მას დარჩენილი ბრალდებები მოუხსნან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.
ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა საგამოძიებო მასალების პუბლიკაციით არის ცნობილი. მის მასალებში სხვა ფაქტებთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოჯახის უზარმაზარ კაპიტალზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები