ვლადიმერ პუტინი ელტონ ჯონთან შეხვედრას და ლგბტ უფლებების განხილვას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი ვერ შეხვდება ცნობილ ბრიტანელ მომღერალს და კომპოზიტორს ელტონ ჯონს, რომელიც მოსკოვში 30 მაისს ჩავა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ელტონ ჯონთან მიმოწერა გვქონდა. შევთანხმდით, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს სამუშაო გრაფიკი საშუალებას მისცემს, ის ელტონ ჯონს შეხვდება. სამწუხაროდ, ამჯერად ეს არ გამოდის, შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება“, – განაცხადა პესკოვმა.
გასული წლის ნოემბერში ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ მას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, რათა რუსეთში ლგბტ პირთა უფლებები განიხილონ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში მიიღეს კანონი „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების შესახებ“.
ელტონ ჯონმა, რომელიც ლგბტ უფლებებისთვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლია, ამ პირთა მიმართ პუტინის დამოკიდებულებას არაობიექტური უწოდა და განაცხადა, რომ ის შეეცდება, რუსეთის პრეზიდენტს პოზიცია შეაცვლევინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები