სირიაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩავიდნენ

250-მდე ამერიკელი სამხედრო ქვეითი სირიაში, ქალაქ ხასეკეს სიახლოვეს ჩავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება. ჯგუფის შემადგენლობაში მძიმე ტექნიკაც შედის.
საზღვაო ქვეითები სირიაში თვითმფრინავებით ჩაფრინდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ძალები შესაძლოა, სირიის ქალაქ თელ აბიანას რაიონში გადაისროლონ, საიდანაც ქურთი მოხალისეები ქალაქ რაქაზე შეტევის განხორციელებას აპირებენ, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.
შეგახსენებთ, ადრე ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რაქას გათავისუფლების ოპერაციის დასაგეგმად სირიაში საიდუმლოდ ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი ჯოზეფ უოტელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები