რუსეთის დუმის დეპუტატი დასვენების დროს სცემეს და გაძარცვეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ალექსანდრე სიდიაკინმა განაცხადა, რომ მას ნასვამი ადამიანები თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, თავდასხმა ტვერის ოლქში მოხდა, სადაც ის დასასვენებლად იმყოფებოდა. გამოცემა Life-ის ინფორმაციით, სიდიაკინს თავს დაესხნენ დასახლება ნოვოზემელკოვოსთან, მდინარე ვოლგის ერთ-ერთ კუნძულზე.
შვიდმა პირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი წაართვეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები