თურქეთის საჰაერო ძალებმა ერაყში ქურთთა პოზიციები დაბომბეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ ტელეარხი NTV იუწყება. ამის პარალელურად ავიაიერიში თურქეთის ტერიტორიაზე, სირიის საზღვრის სიახლოვეს, მარდინის პროვინციაშიც განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად საცეცხლე წერტილებია განადგურებული. მიმდინარე წლის აპრილიდან თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ ათობით ოპერაცია ჩაატარეს. მასში ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა. დაბომბვის შედეგად ქურთების იარაღის საწყობები, სამალავები და საწვრთნელი ბანაკები განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები