“მახსოვს 25 წლის წინანდელი პირველი აღლუმი, რომელიც საბჭოთა კავშირის პირობებში დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 25 წლის წინ გამართული პირველი აღლუმი გაიხსენა, რომელიც საბჭოთა კავშირის პირობებში ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, აღლუმის გამართვა იმ დროს დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული, რომელიც იმჟამინდელ ხელისუფლებას არ აკლდა.
„მე მახსოვს 25 წლის წინანდელი პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა ზვიად გამსახურდიამ. ეს იყო ჩვენი პირველი შეიარაღებული სამხედრო ძალების აღლუმი საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში.
ამის გაკეთება დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული. ეს გაბედულება კი არ აკლდა მაშინ პირველ ეროვნულ ხელისუფლებას და მე ვარ მოხარული, რომ დღეს ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება საქართველოს 5 დიდ ქალაქში“,- განაცხადა ძიძიგურმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები