კახა კალაძე: ძალიან რთული გზა გამოვიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად

„რთული გზა გამოვიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
„რთული გზა გამოვიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ძალიან ძნელი გზა და ასევე, ძალიან მძიმე იყო თავისუფლების მოპოვება. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თავისუფალი. ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ამას აკეთებენ ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს “, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები