თინა ხიდაშელი: ჩვენი ქვეყანა საიმედო ხელშია

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქართულ ჯარზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია.
როგორც ხიდაშელმა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ყოფნისას აღნიშნა, ახალგაზრდების ინტერესი ქართული ჯარის მიმართ იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ადამიანებს სწორი ორიენტირები აქვთ.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო საქართველო ყოველთვის გამარჯვებული გამოვა.
„ძალიან დიდია მოთხოვნა ქართულ ჯარზე სამსახურში, რაც, ბუნებრივია, ყველას იმედით აგვავსებს. ჩვენი ქვეყანა საიმედო ხელშია, როდესაც ასეთი ახალგაზრდები მოდიან ჯარში ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია, ქვეყანა სწორად ვითარდება, ადამიანებს სწორი ორიენტირები აქვთ და, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო გამარჯკვებული გამოვა ამ ბრძოლიდან“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები