გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის სენატის მარშალს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.
პოლონეთის სენატის მარშალმა გიორგი მარგველაშვილს პირადად გადასცა პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მილოცვის წერილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
საქართველოში არსებული სიტუაცია, ხურჩაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო- ის ძირითადი თემებია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა და მარშალმა ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
სტანისლავ კარჩევსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
საუბარი ნატო-ს ვარშავის სამიტსაც შეეხო, რომელიც წელს ივლისის თვეში პოლონეთის დედაქალაქში ჩატარდება. სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, როგორც სამიტის მასპინძელი ქვეყანა, მოუთმენლად ელის საქართველოს დელეგაციის სტუმრობას.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები