ტუსკი – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას არ აპირებს. მისი თქმით, სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დღეს მოქმედ პოლიტიკას, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს გააგრძელებს. ევროკავშირის ეს პოლიტიკა მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ამ მხრივ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა“, – განაცხადა ტუსკმა ტოკიოში G7-ის სამიტის დაწყებამდე.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები