„ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი ნოემბრის შემდეგ პირველად გადასცდა 50 დოლარს

„ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე პირველად 2015 წლის ნოემბრის შემდეგ 50 დოლარს გადასცდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამასთანავე, WTI-ის მარკის ნავთობი ოდნავ გაიაფდა და მისმა ფასმა ერთ ბარელში 49,84 დოლარი შეადგინა.
ნავთობი მას შემდეგ გაძვირდა, რაც საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs-მა ნავთობის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ პროგნოზი გამოაქვეყნა. ამ კომპანიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ნიგერიაში მილსადენებზე მომხდარი თავდასხმები და კანადაში ტყის ხანძრები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ნავთობის მოპოვებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები