თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, აფეთქება ჟანდარმერიის პოსტთან, მარდინის პროვინციაში მოხდა. დაღუპულთა შორის ერთი სამხედრო და დაცვის ორი თანამშრომელია. ამჟამად ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 2015 წლის ივლისში თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის კონფლიქტის განახლების შემდეგ 480 თურქი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები