ნიუ – იორკში, კონცერტზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ნიუ-იორკში, პოპულარული რეპერის T.I.-ის კონცერტზე მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მაყურებლები უკვე დარბაზში იყვნენ შეკრებილები, როდესაც სცენაზე ავიდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც განაცხადეს, რომ დარბაზში სროლა იყო და ვიღაცა დაიჭრა. ამის შემდეგ დარბაზში პანიკა გაჩნდა. ინციდენტის მონაწილეები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები