ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1473 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1474 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.3925 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4014 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები