ორი უკრაინელი სამხედრო სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს

ორი უკრაინელი სამხედრო აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება. „ამჟამად ეს პირები დონეცკში იმყოფებიან. უკრაინის ხელისუფლება და სამხედრო მეთაურობა მათ გასათავისუფლებლად ყველა ღონეს ხმარობს“, – განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ.
მიმდინარე წლის აპრილში პრორუსმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს გაეროს თანამშრომელი. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები