პარიზის დისნეილენდი შესაძლოა, რასიზმის გამო დააჯარიმონ

პარიზის დისნეილენდის მმართველი კომპანია Euro Disney სასამართლოს წინაშე წარდგა – სამსახურში თანამშრომლების აყვანისას რასიზმში ბრალდების გამო. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შესაბამისი სარჩელით სასამართლოს რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა ასოციაციამ მიმართა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ 10 წლის წინ კომპანიას დისნეილენდში თანამშრომლები აჰყავდა, რომლებსაც ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. Euro Disney-ის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 225 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები