ლავროვმა და კერიმ უკრაინის კრიზისი განიხილეს

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის კრიზისს 4 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. პარიზში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა კრიზისის დარეგულირების პოლიტიკური გზის მომხრეა. ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაშინგტონი ყირიმში რუსული სამხედროების შესვლას უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიად განიხილავს. კერიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მობილიზება ქვეყანაში დაძაბულ კლიმატს ქმნის. ლავროვმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის ფედერალიზაციის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ეს რეგიონებს ფართო ავტონომიას მისცემს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები