ბექა ბაღაშვილი – არც ლიტერატურაში, არც მუსიკაში ექსპერიმენტებს არ ვუშინდები

მისი ლექსები და ნოველები პერიოდულად სხვადასხვა ლიტერატურულ გაზეთსა და ჟურნალში იბეჭდება. უყვარს ფსევდონიმებით წერა, ბექ ნიკასონ – ასე იბეჭდებოდა სტუდენტურ ჟურნალებში და ყველას ბერძენი ეგონა. შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკუთარ გვარსა და სახელს და უკვე ბექა ბაღაშვილით დაიბეჭდა რომანი “ვაშლი და ფორთოხალი” ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალში „ლიტერატურულ პალიტრა“. ამ ბოლო დროს ისევ ფსევდონიმით, ახლა უკვე ნიკოლას მაჩაბლის სახელით შეიძლება წააწყდეს მკითხველი მის ნაწარმოებებს. 13244660_1212547452112766_4235742759926582467_n

– ჟურნალ “არილში” სწორედ ნიკოლას მაჩაბლის სახელით გამოქვეყნდა მოთხრობა – სახელწოდებით “თანამედროვე სამყაროს ყველაზე საშინელი მოთხრობა”.
– უამრავი კონცერტი და პოეზიის საღამო, ლექსებისა და ნოველების პერიოდიკები, სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთი. სხვადასხვა სტუდენტური და სოლო კონცერტები. ცოცხალი შესრულებისთვის,  ძირითადად, უყვარს მყუდრო შინაურული გარემო: „წიგნის სახლში პეკინზე“, „ლიტერატურის მუზეუმსა“ და „ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში“ ჩაწერილი მისი „ლაივები“ ინტერნეტში ამ დრომდე დიდი მოწონებით სარგებლობს. იგი არის ინტერნეტპროექტ “აივანის” გამარჯვებული და ასევე რადიო „ფორტუნას“ პროექტ „ჩემი ქავერის“ გამარჯვებული.
– რადიო “თბილისი”, რადიო “ფორტუნა” რადიოგადაცემა “ღამის მატარებელი” – ეს იმ რადიოების ჩამონათვალია, სადაც მაყურებელთა თხოვნით დიდხანს ტრიალებდა მისი ერთი სიმღერა – თვითმფრინავი. – პოეტი კომპოზიტორი და მუსიკოსი ბექა ბაღაშვილი.

– თურმე ვიყავი ძალიან სერიოზული ბავშვი, ვსვამდი ძალიან ბევრ კითხვას და თან არა უბრალოდ კითხვებს, არამედ ჩამჭრელ კითხვებს, ამის გამო ხშირად უხერხულში ვარდებოდნენ ჩემი მასწავლებლები, ჩემი მშობლები და  ყველას ის დარჩენოდა, ეთქვა, რა ჭკვიანი ბიჭიაო, ასე რომ, ბავშვობიდან მესმის, ეს რა ჭკვიანი ბიჭიაო, მარა ისიც ვიცი, რომ ეს “ჭკვიანი ბიჭი” ერთგვარი თავის დაძვრენის ხერხი იყო, თორემ ჩემი სიჭკვიანის რა გითხრათ, უამრავი შეცდომა დავუშვი, ვუშვებ და თან ხშირად ვხვდები, რომ შეცდომებზე ვერც ვსწავლობ, პირიქით, ხანდახან ისე გამიტაცებს საკუთარი თავგადასავლის ორიგინალურობა, შევყვები, შევყვები და ბოლოს ვრჩები ისე, საუკეთესო მეგობარი მეძახის ლუზერს, ანუ სულ წაგებულს.
– პირველი მუსიკა…13268508_1212547542112757_4559934764014784184_o
– ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ დედას მიუძღვის დიდი წვლილი, რადგან კონსერვატორიის ნიჭიერთა ათლწედში მიმიყვანა, სადაც რჩეულ ხუთეულში მოვხვდი ჩემი ვოკალით და უფასოდ ვსწავლობდი ამ სასწავლებელში. კლასიკურ მუსიკასთან ერთად ვისმენდი და ვიზრდებოდი, როგორც რიგითი 90- იანელი თაობის ბავშვი. ქართული ესტრადაც მესმოდა, დახურული სივრცის მუსიკაც, ალტერნატიული როკი და რეპი ცოტა მერე წამოვიდა. პირველი ყველაზე შთამბეჭდავი მუსიკა, რამაც მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა, ახლა მახსენდება და რამაც დამმართა სიცხეები და ავადაც კი გამხადა, იყო მაიკლ ჯექსონის მუსიკა, 90-იანებში ზენიტში იყო პოპის მეფე და მეც ვაბოდებდი მის „ლაივებზე“, მერე იყო 2 ფაქიც, მისი გარეპვები და მელოდიები ყურში ნეტარად ჩამესმოდა ბნელ 90-იანებში მაიკლის და 2 ფაქის მელოდიური „სონგები“ იყო მზის სხივები ჩემს ცხოვრებაში.
რაც შეეხება ჩემს დაწერილ პირველ ლექსს და პირველ მუსიკას, პირველი ლექსი მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, რომ მოვიდა. წერაც არ ვიცოდი, მქონდა მაღალი სიცხე და დედა მზელდა ძმრით. და აი ამ აპოგეაში ვარ, რომ  4–5 წლის ბავშვს გამიჩნდა სიკვდილის შიში და აი მაშინ დავწერე პირველი ლექსი – „სულო, ამაფრინე ცაში“. მოკლედ, ვბოდავდი. აი პირველი მუსიკა კი უკვე პიანინოზე მოვიდა, დავდიოდი პიანოზე და ტრადიციულად პიანოს მასწავლებელი არ „მევასებოდა“. ტრადიციულად, ხშირად არის, რომ პიანოს „მასწი“ ბავშვობაში არ გვევასება, არც მისი შემოთავაზებული მელოდიები არ მომწონდა და ამიტომ შინ რომ მოვდიოდი, მე ვაწყობდი მელოდიებს, ჩანაწერებსაც ვაკეთებდი, ოპერეტებს ვდგავდი და, საერთოდ, კონცერტებს ვმართავდი შინ. აი თინეიჯერობისას კი უკვე 15 წლის ვიყავი, როცა გიტარის აკორდები ვისწავლე და პირველი სერიოზული სიმღერებიც წამოვიდა საკუთარი ქართული და ინგლისური ტექსტებით.
უნივერსიტეტის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, თსუ – ში დავუახლოვდი ადამაინებს რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს ლიტერატურის, მუსიკის შესახებ, ჩემი პოეზიაც, ჩემი ლიტერატურაც და ჩემი მუსიკაც უფრო გაიზარდა და უფრო დაღვინდა.
– გარემო, რომელიც გჭირდება…
– მჭირდება შემოქმედებისთვის სხვადასხვააა, ლიტერატურა შეიძლება ყველგან ვწერო, ლექსებს ხან ზეპირად ქუჩაში ვწერ, ხან ავტობუსში, თუ მომეპოვება რამე ნაგლეჯი, იქაც მივაწერ-ხოლმე, ასე დამიწერია ქვითრებზე, ბანკის ამონაწერებზე, შემთხვევით მოხვედრილ ფურცლებზე, ბილეთებზე და ა.შ.რომანტიკულია ამ ნაგლეჯებზე წერა და თან მართლა არაფერი მომეპოვება ხოლმე, რომ ლექსი ჩავიწერო იმ წამს.
აი, რაც შეეხება მუსიკას, მუსიკას, თავისი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი ოთახი, სადაც კარები იკეტება სამივე მხრიდან და ვრჩებით მე და ჩემი გიტარა და ასე იწერება ჩემი სიმღერები.
ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო ორი სამი წელია, ინგლისურად აღარ დამიწერია სიმღერა იმიტომ, რომ საბოლოოდ შევჯერდი ქართულზე, მინდა ქართულ ენას ვეთამაშო, ქართულ ენას, ქართულ მელოდიას „ვეკაიფო“, გავაღიზიანო, „ავაგდო“, „დავაგდო“, ახლებურად ჩემებურ მუღამზე, ამიტომ არ ვუშინდები არც ლიტერატურაში არც მუსიკაში ექსპერიმენტებს.
– ინსპირაციები…13256103_1212547415446103_8284032623675297521_n
– ლიტერატურაში, პირველ რიგში, ფრანგული ლიტერატურა, ჰიუგო, ბალზაკი, აპოლინერი, ზოლა და თანამედროვე ფრანგები – ბეგბედერი, ფონკინოსი, უელბეკი, ერიკ ემანუელ შმიტი. გერმანელებში ჰესე და თომას მანი. ამერიკულში ჯეკ ლონდონი და რუსულში თეოდორი დოსტოევსკი. პოეზიაში პაოლო, ტიციანი, ტერენტი და, რა თქმა უნდა, გალო. მიყვარს ასევე ჩემი თანამედროვეები ლიტერატურაში – სალომე შენგელიძე, ბესო პაპასქუა და შოთა მსუქანი. მუსიკას რაც შეეხება – მიყვარს ფრანგული მუსიკა, შანსონები, დამიენ საეზი, ფრანსუაზ ჰარდი, ბრესონი, მაგრამ კლასიკურ როკს არაფერი შეედრება 1. ლედ ზეპელინი 2. დორსი 3. რედიოჰედი. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ქიური და დეპეჩ მოუდი.
მოკლედ, ძალიან ბევრს ვუსმენ და ძალიან ბევრს ვკითხულობ, კარგი ის მაქვს, რაც მომწონს ჩემს თავში. ამოვირჩევ მუსიკოსს და სრულიად ვისმენ მის ალბომებს, კონცერტებს. ასევე ვიქცევი მწერლებზეც, თუ ავირჩიე მწერალი, მის ყველა თარგმანს და წიგნს ვეცნობი, სრულიად რომ ამოვწურო, გავითავისო.
– ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს…
– რაც გამომარჩევდა ყოველთვის, იყო ჩემი რეპლიკები. სადაც არ უნდა ვიყო, ნაცნობ თუ უცნობ წრეში, პირდაპირ ვამბობ სათქმელს და, შესაბამისად, ჩემი აზრები ბევრისთვის დამაინტრიგებელი და უცნაურია, ან სარკასტული და შემდეგ მიფრთხიან, ან ცდილობენ, გაითვალისწინონ ჩემი პოზიცია.
– ხშირად იცვლი ფსევდონიმს?
– ამ ქვეყანაში ხშირად უნდა დაიმალო და იმიტომ ნამდვილ სახელს და გვარს აეტკიცება მერე ტაბუები, იმიტომ ვიყენებდი ფსევდონიმებს და ვიყენებ, რომ ხანდახან რასაც ვწერ, ზედმეტად რეალისტურია, ზედმეტად ირონიულია, სარკასტული, აგრესიული, შეიძლება მავნოს და ყველა იმ სფეროში, სადაც ვარ, ან ვმოღვაწეობ, უარყოფითად იმოქმედოს ჩემს სტატუსზე. იქ კი თავისუფალი ვარ, ლიტერატურაში ჩემს სტატუსზე თავად ნაწარმოებები ფიქრობენ…
– ლიტერატურულ კონკურსებში ხშირად მონაწილეობთ, გამარჯვებულიც იყავით. ზოგადად რა აზრის ხართ ლიტკონკურსებზე?
– დიახ, ეს იყო ”შემოდგომის ლეგენდა”, ”ალუბლობა”, ”ბარათაშვილის სახელობის მცირე პროზა” და ა.შ. კარგია, რომ ტარდება, მართალია წელიწადში ერთი ორი, მაგრამ მაინც კარგია, უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ჟიური ხშირად არაგაყიდვად და კონცეფციურ ნაწარმოებებს ამოარჩევს ხოლმე, რომელსაც შეიძლება გამოხმაურებები და რეაქციები მოჰყვეს ქართულ სივრცეში, არამედ, ძირითადად, ნაცნობ, ზოგადად, გული რომ ევასებათ, იმათ ამარჯვებინებენ ხოლმე, ეს შეგრძნება ბევრჯერ დამრჩა.
– პირველი შემფასებელი…13240686_1212547468779431_6829994398713793694_n
– ჩემი ლექსების პირველი მსმენელები ჩემი მეგობრები არიან, დედა და და.
– კრიტიკა, რომელიც ასე მოგხვდათ გულზე…
– კრიტიკა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, ეს იყო, საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობის და პოეტის გიორგი ძამუკაშვილის შეფასება.
მე და გიო ერთად ვიყავით თსუს ”ლიტსალონში”, სადაც ახალგაზრდა პოეტები და სტუდენტები ვუკითხავდით ერთმანეთს საკუთარ შემოქმედებას. ერთი ჩემი ლექსი, რომელსაც სახელად ”ეშმაკის ცრემლი” ერქვა, დაახლოებით ასეთი შინაარსის გახლდათ. ეშმაკის მხარეს ვდგებოდი, სხვა მხრიდან ვუცქერდი, ვამბობდი, რომ მისი ბრალი სულაც არ არის, რომ ასეთია, თითქოს, ღმერთს სჭირდებოდა, ხელოვნურად შეექმნა საფრთხე. რომ წავიკითხე, დიდი მოწონება დაიმსახურა და უცბად ძამუკა მეუბნება – ”გრინჩის ლექსია რა.” მწვავედ მივიღე მისი ასეთი შეფასება, დღეს ვხვდები, რომ რაც პირველად ძალიან არ მოგწონს, დროთა განმავლობაში აზრი გეცვლება და ცოტა ხანში პირიქით, ძალიან მოგწონს.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ ლიტერატურულ ვებგვერდებზე? როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს გაციფრებულ ლიტერატურას?13244698_1212547465446098_8890212723163158029_n
– ლიტ ვებ გვერდებზე რა უნდა გითხრათ, ვუფრთხი, არ შევდივარ და არც არავის ვურჩევ. ვთვლი, რომ ინტერნეტი საერთოდ მუსიკას, ლიტერატურას აუფასურებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ მყიდველი მერე აღარ ჩანს. უცხოეთში ეს კარგად არის. ინტერნეტი კომუნიკაციისთვისაა. დასავლეთში განსაკუთრებით, შემოქმედებითი მუსიკალური თუ ლიტამბებისთვის კი დარეგისტრირება, ყიდვა და პროდუქტის გამოწერა არის საჭირო, ვგულისხმობ მუსიკალურ პროდუქტს, ალბომს, სინგლს, ლიტერატურულ პროდუქტს ლექსების ან ნოველების ელექტრონულ ვერსიას.
– რას ეტყოდით თქვენს მკითხველს?
– ჩემს მკითხველს მივუძღვნი ჩემს ლექსს და ვეტყოდი, რომ კარგი მკითხველია.
***

ჩემო ტრფობის კვალო,
ჩემო სიხარულო,
სევდის გამქარველო,
მშვენიერო, ეკა!
შენთან ერთად მუდამ,
მეწვის გული ცეცხლით,
თავზე მახვევია ჩიტუნების გუნდი…
ჩემს გარშემო სურნელს
შენი თმა რომ აფრქვევს,
არის გაზაფხული,
ყვავილების მდელო.
მესმის ტკბილი ხმა და,
მუსიკოსის ყური
იცი, ალბათ, კარგო,
თუ რარიგად ხარობს,
თითქოს, პიანინოს
მისჯდომია ვიღაც,
და უკრავენ შოპენს, მერე ლისტს და მოცარტს
მე კი მესმის შენი მოღუღუნე ხმა და
მელანდები, როგორც ბოშა ესმერალდა.

ირმა მირზაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები