კულტურის სამინისტრო ნინელი ჭანკვეტაძეს დაბადების დღეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ნინელი ჭანკვეტაძეს.
,,ქართულ კინოსა და თეატრში მან უაღრესად საინტერესო, დასამახსოვრებელი სახეები შექმნა. დღეს ის თეატრალურ სცენაზე გამორჩეული არტისტის სახელს დამსახურებულად ატარებს და ხალხის რჩეულ მსახიობთა შორისაა.
ქალბატონ ნინელის ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში”, – წერია ინფორმაციაში.