ტრამპი აცხადებს, რომ სატელევიზიო რეკლამების გამო კანადასთან სავაჭრო მოლაპარაკებებს წყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის ადმინისტრაცია კანადასთან ყველა მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებას წყვეტს.

როგორც ტრამპმა განმარტა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სატელევიზიო რეკლამების გამო, რომლებიც „შეერთებული შტატების ეკონომიკურ პოლიტიკას შეურაცხყოფას აყენებს“.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული რეკლამა, რომელიც კანადის ონტარიოს პროვინციაში გავიდა ეთერში, მანიპულაციურად იყენებს ყოფილი ამერიკელი ლიდერის, რონალდ რეიგანის გამოსვლას და ცდილობს აშშ-ის ტარიფული პოლიტიკის დისკრედიტაციას.

„რონალდ რეიგანის ფონდმა ახლახან გამოაცხადა, რომ კანადამ თაღლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რონალდ რეიგანი უარყოფითად საუბრობს ტარიფებზე. კანადის მიერ დაფინანსებული შეურაცხმყოფელი რეკლამების გამო ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ოფიციალურად შეწყდა,“ — განაცხადა ტრამპმა სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ტრამპის მოწოდებამ მოლაპარაკებების მკვეთრი შეწყვეტის შესახებ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს სავაჭრო დაძაბულობა, რომელიც უკვე თვეების განმავლობაში ყალიბდებოდა ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

მოლაპარაკებები უკავშირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკისა და კანადის შეთანხმების (USMCA) განახლებულ ვერსიას, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოტავაში ტრამპის გადაწყვეტილებას „დაუფიქრებელ და ემოციურ ნაბიჯად“ აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები