უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ფორმირება დაიწყო

უკრაინაში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაიწყო, რომლის ლიდერი ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.
როგორც საყვარელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს გაატარებს.
ის, რომ სააკაშვილი უკრაინაში საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს, უკრაინელი პოლიტოლოგები უკვე რამდენიმე თვეა აცხადებენ. ეს საუბარი განსაკუთრებით ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ოდესის გუბერნატორმა ანტიკორუფციული ფორუმების ჩატარება დაიწყო სახელწოდებით „მოძრაობა განწმენდისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები