ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

   პარლამენტის თბილისის სასახლეში ხვალ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი და 1990 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის წევრები, 1990 წლის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და უზენაესი საბჭოს წევრები მიმართავენ.
ღონისძიებას ფონად ექნება ფოტოკოლაჟი და უხმო ვიდეო კადრები.
ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ხვალ რუსთაველის თატრის დიდ დარბაზშიც გაიმართება, რომელსაც მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გაუძღვება.
როგორც “კვირას“ თავად მსახიობმა განუცხადა საღამოზე ის ზვიად გამსახურდიას იგავ-არაკებსა და “ვეფხისტყაოსნიდან„ ფრაგმენტს წაიკითხავს.
მოეწყობა ვიდეო-ჩვენება, სადაც ზვიად გამსახურდია თავისსავე ლექსს “ვეფხისტყაოსნის სიმფონიას“ კითხულობს.
“პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ხვალ შოპენის იმ ნაწარმოებს შეასრულებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებით უყვარდა და თავადაც ასრულებდა“,-აღნიშნა ზურაბ ცინცქილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები