გიორგი ჯინჭარაძე გიორგი ვოლსკის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით არსებული გამოწვევები, დევნილთა საჭიროებები და მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პროგრამები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც დევნილთა მხარდაჭერას ემსახურება.

გიორგი ჯინჭარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები