“ღირსეული პარტნიორის” დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა – ფოტოკოლაჟი

ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორის” დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობდნენ ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS-ი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა “ბმპ 2”. სწავლებაში ასევე მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითმფრინავი, UH-1H “იროკეზის” ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმმტყორცნი.
პირობით მოწინააღმდეგეზე პირველი იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. ქართველმა, ამერიკულმა და ბრიტანელმა სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ, ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს.
მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულმა CU-25 – მა დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ კი, მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს.
საჩვენებელი ოპერაცია ქვეითთა შეტევით დასრულდა.
დასკვნით საჩვენებელ სწავლებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, აშშ-ს არნიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
საჩვენებელი სწავლების შემდევ დაჯილდოვდნენ სწავლების მონაწილეები. ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობის, თავდაცვა-შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
სწავლების სცენარი სტბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარებოდა. ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა – მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ამერიკული ტანკები “აბრამსები” მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ბრედლები”, სამედიცინო- საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯვშანმანქანები, ჰამერის ტიპის „ჯიპები“, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა.
13226861_1215074278525312_812251061655464859_n 13256152_1215074251858648_7022732461615622458_n 13226980_1215074221858651_2184157063440225463_n 13239434_1215074215191985_8762087885583725310_n 13241314_1215074185191988_4837564293974261814_n 13239260_1215074158525324_7463188005496094861_n 13244625_1215074145191992_3991542765040917833_n 13244725_1215074128525327_5248659814678368374_n 13240729_1215074101858663_951631781930742056_n 13226941_1215074105191996_2553257741566273941_n 13226731_1215074095191997_4636644603151395058_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები