ბათუმში უსახლკაროებისთვის “სიკეთის სახლის“ მშენებლობა იწყება

   “სიკეთის სახლში“ ოცამდე ისეთი უსახლკარო ოჯახი დასახლდება, ვისაც მინიმუმ ერთი უნარშეზღუდული წევრი ჰყავს.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 10 აპრილს 19:00 საათზე პროექტის ფარგლებში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება.
საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი, მასახიობი ზურაბ ცინცქილაძე იქნება.
როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა საქველმოქმედო კონცერტში სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი, ქართული ხმები, ტრიო სიმი, ანსამბლი შვიდ კაცა, ანსამბლი ალილო,რომა რცხილაძე, ირმა სოხაძე, ნინო ქათამაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ წიკლაური ნუგზარ კვაშალი, ნიკოლშოუ, ნინო ბაშარაული, ანი კეკუა და ესტრადის სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
“პროექტი მოიცავს შერჩეული ბეენეფიციარების არა მარტო საცხოვრებლით უზრუნველყოფას , არამედ მათთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტების გახორციელებას, შემდგომში მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისა და რეაბილიტაციის მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესით დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში 10 აპრილს 19 :00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი.ძალიან მადლიანი საქმე კეთდება და იმედი მაქვს მთელი საქართველო ჩაერთვება ამ საქმის განხორციელებაში“,-აღნიშნა ზურაბ ცინცქილაძემ.
ორგანიზატორთან ინფორმაციით, სამომავლოდ არსებობს იდეა პატარ-პატარა “კეთილსოფლები“ საქართველოს ყველა კუთხეში აშენდეს და ეს ბინები საჩუქრად იმათ გადაეცეთ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები