ანჯელინა ჯოლიმ 8 ათასამდე ბოსნიელის დახვრეტის ადგილი მოინახულა
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში ბოსნიაში ჩავიდა. ცნობილმა მსახიობმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სრებრენიცა მოინახულა.
ჯოლი იმ ადგილს ეწვია, სადაც სერბებმა 8 ათასამდე მუსლიმი ბოსნიელი დახვრიტეს. მსახიობი დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა.
ბოსნიაში ჯოლი იმ ქალებსაც შეხვდა, რომლებიც სერბებისა და ბოსნიელების დაპირისპირებისას ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი მსახიობი ბოსნიაში მომხდარი სისხლისღვრით ინტერესდება. პერიოდულად, ანჯელინა ჯოლი ჩადის ჰააგაში, სადაც რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესს ესწრება.