მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს მცხეთაში სამშაბათს გადააბრძანებენ

    მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა.
მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს. 24 თებერვლიდან კი წმინდანის სხეული სამების ტაძარშია დაბრძანებული.საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები