ლარის გამყარებას თამაზ მეჭიაური გიორგი ქადაგიძეს უკავშირებს

საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დოლართან მიმართებით, ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ფაქტორს უკავშირებს.
„ლარის გამყარების მიზეზი ქაგადიძეა. ქადაგიძე ლარის გაუფასურებაზე მიზანმიმართულ გავლენას ახდენდა და იმ კრიზისაც იყენებდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ეს დასტურდება. ჩემი ყველა გამოსვლა ამოიღეთ და თუკი ისინი ერთმანეთს ერთი-ერთში არ დაემთხვევა, ქადაგიძეზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები