ირანული ავიაკომპანია “Taban Airlines” საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს

2016 წლის ივნისიდან, ირანული ავიაკომპანია „TABAN Airlines” იწყებს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს.
ფრენები ირანსა და საქართველოს შორის შემდეგი მიმართულებებითა და სიხშირეებით ასე გამოიყურება:
ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანი – კვირაში 2 სიხშირით; • თეირანი-თბილისი-თეირანი – კვირაში 2 სიხშირით; • მაშადი-თბილისი-თაბრიზი – კვირაში 1 სიხშირით; • თეირანი-ბათუმი-თეირანი – კვირაში 1 სიხშირით; • თაბრიზი-ბათუმი-მაშადი – კვირაში 1 სიხშირით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მიენიჭა ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა.
„TABAN Airlines”-ის ავიაბაზარზე შემოსვლა, საქართველოს ტურისული ზონების მიმართ ირანელი ვიზიტორების დაინტერესების ზრდამ განაპირობა. ავიაკომპანიის ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან აღდგა. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, “ATA Airlines “-ისა და “Qeshm Airlines”-ის მიერ თეირანსა და თბილისს შორის განხორციელებული ავიარეისებით უკვე 6 987 მგზავრმა ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები