გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიმართულება ხდება მსოფლიოს მასშტაბით

”მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმით, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არათუ წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება და ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიმართულება ხდება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ Marriot-ს შორის ხელმოწერის ცერემონიაზე გააკეთა.
„ჩვენი ვალია, მაქსიმალურად მეტი ყურადღება დავუთმოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწორედ ამას ემსახურება ასეთი მაღალი პროფილის ინვესტორის შემოსვლა საქართველოში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები