ემზარ ჯგერენაია – ლარის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება კარგ შედეგებს არ მოიტანს

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, ლარის კურსის, ხელოვნურად შენარჩუნება კარგ შედეგებს არ მოიტანს. თუმცა, ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ არ მოხდეს, ლარის გაუფასურება. ჯგერენაიას განცხადებით, მაისის თვეში საკმაოდ საინტერესო დინამიკა შეინიშნებოდა. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე „ეროვნულმა ბანკმა“ 120 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ვალუტა შეისყიდა.
“ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხდება ფასიანი ქაღალდების იმიტირება და ობლიგაციების შედეგად ხდება ლარის უკან ამოღება. ამან გაანპირობა ის კურსი, რაც გვაქვს დღეს. ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაუშვას, ეროვნული ვალურის სწრაფი ცვლილება, რყევა, დიდად სასურველი არ არის, თუმცა, მეორე მხრივ, კურსის ხელოვნურად დაჭერასაც არ მოჰყვება კარგი შედეგი“, – განაცხადა ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები