ნოდარ ხადური: ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული წერტილისაკენ

„ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული წერტილისაკენ და ეროვნული ბანკი ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალსიტებთან საუბრისას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგარეო ფაქტორები ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაცვლითი კურსი, ზოგადად, საგარეო-ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ არის.
„ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის სასიკეთოდ შეცვლილი და აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. გარემო აშკარად შეცვლილია, მათ შორის შემოდინებების თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია აბსოლუტურად სწორი მოლოდინები, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა. ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული სტაბილურობისაკენ“,- თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები