სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანდრეი კისკამ გაიმარჯვა
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულადა. არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანდრეი კისკამ გაიმარჯვა. როგორც სააგენტო “როიტერი” იუწყება, ამ დროისთვის ანდრეი კისკას ხმათა 59,45% აქვს.
სლოვაკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დღეს გამოაცხადებს.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა რობერტ ფიცომ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.